Nails Art

Posted by ტატუ On 3:36 AM
ოჰ, ეს კეკლუცი ქალები! მანიკურს ჯერ კიდევ 5000 წლის წინ იკეთებდნენ ინდოეთშე, რისთვისაც იყენებდნენ მცენარე ინას.

მანიკური(manicure)- კოსმეტიკური სილამაზის "მკურნალობა" ფრჩხილებისათვის, რომელიც კეთდება სახლში ან სილამაზის სალონში.(მერწმუნეთ, საქართველოში უფრო ხშირად სახლში). იგი არ ყოფილა მხოლოდ ლაქის წასმა, ნუნების დაჭრა და ფრჩხილებისთვის სასურველი ფორმის მიცემა. თურმე შეიცავს ხელის მოვლასაც: კერძოდ მასაჟებს. ანუ როგორც უკვე ვთქვი მარტო სილამაზისთვის ქმედება კი არა მკურნალობაცაა. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ თეორიული ცოდნაა მანიკურის შესახებ.

ჩემი აზრით, სულაც არაა საჭირო ქალი გაპოხილი იყოს უამრავი სახის კრემი+პომადა+"თვალისჩასახატით". ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რადგან მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტი სილამაზე ბუნებრივობაშია, მაგრამ ქალი უნდა იყოს მოვლილი, რაც განისაზვღება ძირითადად სამი რაღაცით:
  1. თმა;
  2. წარბები;
  3. ფრჩხილები.

დღეს გადავწყვიტე ბოლო პუნქტზე ვისაუბრო.

ზაფხული მოვიდა, რომელსაც ძალიან უხდება ფერადი ფრჩხილები. განსაკუთრებით ცისფერი, ვარდისფერი, წითელი, მწვანე, ყვითელიც კი... არსებობს ასეთი რაღაცაც : nails art, რაც გულისხმობს ფრჩხილების მოხატვას, ასე ბისერებით "შემკობას". ეს უკანასკნელი ყველაზე მოდურია. ასევე მოდურია "Fრენჩი", რომელიც მე ძალიან მომწონს, მაგრამ ზამთარში ვიკეთებ. ზაფხული უფრო მრავალფეროვანი უნდა იყოს(ფრჩხილებისთვისაც).



თუ გინდათ ასეთი ფრჩხილები გქონდეთ, სალონს უნდა ეწვიოთ, მაგრამ მანამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მანიკურის გასაკეთებელი იარაღებს ყოველი გამოყენების შემდეგ სტერილიზაცია უნდა ჰქონდეს გაკეთებული. ისეთი სალონი აირჩიეთ, სადაც ამ წესს მკაცრად იცავენ, რადგან დაფიქსირებულია მრავალი შემთხვევა, როცა შიდსი სწორედ არასტერილირებული იარაღების გამო გადაედო ჩვეულებრივ მომხმარებლებს. 

[ამას თუ დაამუღამებთ, შეგიძლიათ გაიკეთოთ თავად]

სახლშიც შეგიძლიათ მოუხმოთ თქვენს ფანტაზიას. მე ყოველთვის მიყვარს, როცა რაღაც ორიგინალუს თავად ვიკეთებ. ჩემი საფირმო კომბინაცია: მწვანე, თეთრი, წითელი ანუ იტალიის დროშა. ამ ზაფხულს განსაკუთრებით გამოვიყენებ, ეს ხომ მსოფლიო ჩემპიონატის hot summer2010-ია :)

(ხარისხი არ შეიმჩნიოთ, კიდევ დეპრესიაში არ ჩამაგდოთ)

მიხედეთ ფრჩხილებს, ის თქვენი მოვლილობის ერთ-ერთი მახასიათებელია...


7 Responses to 'Nails Art'

  1. Anonymous said...
    http://ourdaystyle.blogspot.com/2010/06/nails-art.html?showComment=1276432462914#c9096881355482176508'> June 13, 2010 at 5:34 AM

    შენ მოგწონს ეხლა ეს Nail-Art? ასე ზიზილ-პიპილოების წასმას უფერო ლაქი წაისვას გოგომ ის ჯობია

    Nail-Art კარგია, როცა გემოვნებასაც აყოლებენ

     

  2. egoisti said...
    http://ourdaystyle.blogspot.com/2010/06/nails-art.html?showComment=1276435593720#c9104695701965176434'> June 13, 2010 at 6:26 AM

    დამიჯერე, საქართველოში უფრო ხშირად სალონში იკეთებენ... მე რაც სალონები ვიცი არსად არაა ადგილები და სულ ჩაწერებია.. და ისედაც უმეტესობა სალონში იკეთებს.

    მე უფერო მირჩევნია, ჩემს პატარა ფრჩხილუკებზე : )))

     

  3. ტატუ said...
    http://ourdaystyle.blogspot.com/2010/06/nails-art.html?showComment=1276435779577#c7344919632947461248'> June 13, 2010 at 6:29 AM

    @egoisti, საქართველო მარტო თბილისი არაა :)))

     

  4. egoisti said...
    http://ourdaystyle.blogspot.com/2010/06/nails-art.html?showComment=1276453206017#c6517754491157152966'> June 13, 2010 at 11:20 AM

    @TaTu
    getanxmebi, magram sadac salonebi araa iq tu frchxilebs saxlshi iketebs eg ar itvleba imad rom salonebshi ar iketeben.

     

  5. Pe And Gvancu said...
    http://ourdaystyle.blogspot.com/2010/06/nails-art.html?showComment=1276504090287#c8516036608158426771'> June 14, 2010 at 1:28 AM

    არ მიზიდავს მე ეგენი და დიდად არც მომწონს. უფერო ლაქი მირჩევნია, მაგრამ არც იმას ვისმევ ხოლმე

     

  6. Qilipa said...
    http://ourdaystyle.blogspot.com/2010/06/nails-art.html?showComment=1276549283202#c4777294627602621376'> June 14, 2010 at 2:01 PM

    მე ბოლო დროს მომბეზრდა და აღარ ვიკეთებ, ისე ჩემით ვიხატავდი ხოლმე და სალონში არ მიყავრდა არასდროს სიარული :)

     

  7. ტატუ said...
    http://ourdaystyle.blogspot.com/2010/06/nails-art.html?showComment=1276602152186#c485093291827264364'> June 15, 2010 at 4:42 AM

    @Qilipa, გოგო, არ შეიძლება მასე. უფერო ლაქს მაინც ისვამ, იმედია. ხო ხედავ, ყველა მაგას იყენებს, ფან კლუბი რომ არა აქვთ გახსნილი, მიკვირს :D

     

Post a Comment