უკვე ზაფხულია და იწვის თბილისი, სამაგიეროდ ჩვენ აუზებზე და ზვისპირეთში მივდივართ.. მაგრამ შეიძლება არასწორედ გაქვს შერჩეული საცურაო კოსტიუმი... ახლა უკვე ჩემი დროა, მე დაგეხმარებით :)

1. ათლეტური ტანის მქონეთათვის:
გაფრთხილება : არასოდეს ჩაიცვათ უბრეტელო!
შეგიძლია ჩაიცვა :

2. თუკი დიდი ხარ "გვერდებში":
გაფრთხილება: არასოდეს ჩაიცვათ ქვედა, რომელიც შორტივით არის და ზედა, რომელსაც არ აქვს ბრეტელი.
შეგიძლია ჩაიცვა :

                                
3. თუკი დაბალი ტანი გაქვთ:
გაფრთხილბა: არ ჩაიცვათ ერთი ფერის საცურაო კოსტიუმი.
შეგიძლია ჩაიცვა :

                                
4. თუკი ხარ მაღალი:
გაფრთხილება : არ ჩაიცვათ უბრალო სპორტული კოსტიუმი
შეგიძლიათ ჩაიცვათ :

                          
5. თუკი ხართ "მრგვალი" (ცუდი გამონათქვამია, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ ვიხმარე :( )
გაფრთხილება : არ ჩაიცვათ ჭრელი კოსტიუმი.
შეგიძლია ჩაიცვა :

                          
გაგრძელება იქნება... :)
გოგონების(ბიჭებისაც) უმრავლესობას სახეზე აქვს ფერისმჭამელები,ანუ
საზიზღარი პაწაწინა შავი წერტილები :|

ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ყველაზე ჯანმრთელი და შესაბამისად, ლამაზი სახის კანი აქვთ ექიმებს. ხოდა სულ მაინტერესებდა, რას შვრებიან ასეთს. გუშინ ამ პროფესიის ადამიანთან მე და ჩემს დაქალს დაახლოებით ერთი საათი მოგვიწია ყოფნა(გრძელი მოსათხრობია რატომ), ამ დროის განმრავლობაში ჩემი ინტერესიდან გამომდინარე კითხვის დასმაც მოვასწარი და პასუხიც საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მივიღე. 

თუ გინდა, ლამაზი, "უშავწერტილო" კანი გქონდეს ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალების გარეშე, მაშინ შეგიძლია ე.წ. სახლის პირობებში ორ კვირაში ერთხელ  გააკეთო ეს:

მჭადის ფქვილი(დიახ, დიახ!) გაცერი და რაც დაგრჩება საცერში, იმას შეურიე სოდა(ცოტა წყალი დაამატე). ბანაობისას სახე შეუშვირე ცხელ წყალს(ასე ის შავი წერტილები გაფართოვდება) და შემდეგ ეს ნარევი შეიზილე წრიული მოძრაობებით მთელ სახეზე. მეტად "დააწრიულმოძრაულე" ნიკაპი(თურმე აქ ყოფილა შავი წერტილების კერა). ეს შეზელ-მოზელა გააგრძელე 5-10 წუთი, მერე სახე ჩამოიბანე. ამის შემდეგ ნებისმიერი ხილი დაჭერი და სახეზე დაილაგე ასევე 5-10 წუთით(თუ "გაგიტკბა", მეტიც შეგიძლია). მერე ისევ ჩამოიბანე "ცხვირ-პირი" ცივი წყლით და... შენ უკვე დარწმუნებული ხარ, რომ მალე ისეთი კანი გექნება, როგორიც მუდამ გინდოდა. ეს "მალეც" მალე მოვა და მადლობელი იქნები ჩემი, "Our day style"-ისა და უპირველესად, იმ ექიმის.

წარმატებულ home სახის გაწმენდას გისურვებთ!


გავაგრძელებ ტატუს პოსტს და შემოგთავაზებთ მანიკურის 5 ფერს, რომლიც ყველა მდედრობითი სქესის ადამიანს უნდა ქონდეს.

1. წითელი (A Classic Red)
საუკეთესო გამოსავალი ოფიციალური შეხვედრებისთვის და უბრალოდ ყველა ივენთისთვის... მოკლედ მოდური ფერიაა!!

2. ვარდისფერი (A Pretty Pink)

ვარდისფერი ქალური ფერია და ყოველთვის პოპულარული არჩევანი იყო (და არის!) სალონებში. საუკეთესო არჩევანიაგაზაფხულსა და ზაფხულში.

3. ღია ფერები (A No-Nonsense Neutral)

საუკეთესო გამოსავალი სამსახურსა და ინტერვიუების დროს.

4. მუქი ფერები (A mysterious dark color)
ხალხის უმრავლესობა მას იყენებს შემოდგომასა და ზამთარში. კარგია მოკლე ფრჩხილებზე წასასმელად.

5. ფერი, რომელიც სიხარულს განიჭებს (A Color That Makes You Feel Happy)
ფერადი ლაქები ახალისებენ ხასიათს, ამიტომ აუცილებელია ფერადი, ბრჭყვიალა და მეტალის ფერებში ლაქები.

Nails Art

Posted by ტატუ On 3:36 AM 7 comments
ოჰ, ეს კეკლუცი ქალები! მანიკურს ჯერ კიდევ 5000 წლის წინ იკეთებდნენ ინდოეთშე, რისთვისაც იყენებდნენ მცენარე ინას.

მანიკური(manicure)- კოსმეტიკური სილამაზის "მკურნალობა" ფრჩხილებისათვის, რომელიც კეთდება სახლში ან სილამაზის სალონში.(მერწმუნეთ, საქართველოში უფრო ხშირად სახლში). იგი არ ყოფილა მხოლოდ ლაქის წასმა, ნუნების დაჭრა და ფრჩხილებისთვის სასურველი ფორმის მიცემა. თურმე შეიცავს ხელის მოვლასაც: კერძოდ მასაჟებს. ანუ როგორც უკვე ვთქვი მარტო სილამაზისთვის ქმედება კი არა მკურნალობაცაა. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ თეორიული ცოდნაა მანიკურის შესახებ.

ჩემი აზრით, სულაც არაა საჭირო ქალი გაპოხილი იყოს უამრავი სახის კრემი+პომადა+"თვალისჩასახატით". ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რადგან მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტი სილამაზე ბუნებრივობაშია, მაგრამ ქალი უნდა იყოს მოვლილი, რაც განისაზვღება ძირითადად სამი რაღაცით:
  1. თმა;
  2. წარბები;
  3. ფრჩხილები.

დღეს გადავწყვიტე ბოლო პუნქტზე ვისაუბრო.

ზაფხული მოვიდა, რომელსაც ძალიან უხდება ფერადი ფრჩხილები. განსაკუთრებით ცისფერი, ვარდისფერი, წითელი, მწვანე, ყვითელიც კი... არსებობს ასეთი რაღაცაც : nails art, რაც გულისხმობს ფრჩხილების მოხატვას, ასე ბისერებით "შემკობას". ეს უკანასკნელი ყველაზე მოდურია. ასევე მოდურია "Fრენჩი", რომელიც მე ძალიან მომწონს, მაგრამ ზამთარში ვიკეთებ. ზაფხული უფრო მრავალფეროვანი უნდა იყოს(ფრჩხილებისთვისაც).



თუ გინდათ ასეთი ფრჩხილები გქონდეთ, სალონს უნდა ეწვიოთ, მაგრამ მანამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მანიკურის გასაკეთებელი იარაღებს ყოველი გამოყენების შემდეგ სტერილიზაცია უნდა ჰქონდეს გაკეთებული. ისეთი სალონი აირჩიეთ, სადაც ამ წესს მკაცრად იცავენ, რადგან დაფიქსირებულია მრავალი შემთხვევა, როცა შიდსი სწორედ არასტერილირებული იარაღების გამო გადაედო ჩვეულებრივ მომხმარებლებს. 

[ამას თუ დაამუღამებთ, შეგიძლიათ გაიკეთოთ თავად]

სახლშიც შეგიძლიათ მოუხმოთ თქვენს ფანტაზიას. მე ყოველთვის მიყვარს, როცა რაღაც ორიგინალუს თავად ვიკეთებ. ჩემი საფირმო კომბინაცია: მწვანე, თეთრი, წითელი ანუ იტალიის დროშა. ამ ზაფხულს განსაკუთრებით გამოვიყენებ, ეს ხომ მსოფლიო ჩემპიონატის hot summer2010-ია :)

(ხარისხი არ შეიმჩნიოთ, კიდევ დეპრესიაში არ ჩამაგდოთ)

მიხედეთ ფრჩხილებს, ის თქვენი მოვლილობის ერთ-ერთი მახასიათებელია...


I (KITTY) NY

Posted by egoisti On 1:50 AM 4 comments
ამჯერად მარტო ეგოისტი მოგესალმებათ... :)
მემგონი მოგეწონებათ ჩვენი ბლოგი და ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ მე და ტატუ.
ბევრს არ ვილაპარაკებ და საქმეზე გადავალ.
ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო ვარ, ჯინსებით და ნახატებიანი მაიკებით, მაგრამ გპირდებით რომ ეს ბლოგი არ იქნება მოსაწყენი და არც ერთი პოსტი არ იქნება ერთმანეთის მსგავსი.
ახლა კი მგონი დროა ჩემი პირველი სურათები დაიდოს... :) აქაც ნახატიანი მაიკა მაცვია, რომელსაც აწერია I (KITTY) NY. ასევე ჯინსები და გრძელი ჟაკეტი. იმედი მაქვს მოგეწონებათ. მთავარი გამომრჩა Converse კედები. რომელიც ძალიან მომწონს და საჩუქარია Converseის მფლობელის :)
P.S. ამ სურათებში სახე არ მიჩანს, რადგან არ მომეწონა :)) და ჩამოვჭერი. :))


Hi from "our day style"

Posted by ტატუ On 9:18 AM 9 comments
ტატუ(თამარ ტატულიშვილი) -ვარ ბლოგერი და სკოლის მოსწავლე, 15 წლის [მიყვარს ცეკვა, ხატვა, წერა, სურათების გადაღება,  "ნივთშემოქმედებითობა", აქსესუარები, კითხვა, კინოების ყურება, თეატრი, შოკოლადი, "ტროპიკი", ნაყინი "სენდვიჩი", წყალი, წვიმა, მზე, სწავლა, ცხოვრება, საკუთარი თავი, საქართველო, თბილისი, უფრო მეტად თელავი, სკოლის ეზო და დედა, ნუ კიდე ვიღაცებიც. ხო, კიდევ, ჩემი ბლოგი და მაკე] პირადი ბლოგი  http://tatulonely.blogspot.com/




ეგოისტი(ირინა ქველიძე) -არის ბლოგერი და სკოლის მოსწავლე, 15 წლის [ უყვარს მუსიკა, ცეკვა, შოკოლადი, სათვალეები, სურათების გადაღება, მაისურები, წერა, კითხვა, ხალხის გაცნობა, "თავისები" და საკუთარი ეგოისტი ბლოგი] პირადი ბლოგი  http://egoisti.wordpress.com







Our day style - ჩვენი ბლოგი ჩვენსავე ტანსაცმელსა და ზოგადად, მოდაზე, რომელიც მის მკითხველს, ანუ თქვენ მალე შეგიყვარდებათ.

იგი მოგცემთ სასარგებლო რჩევებს, მოგიწყობთ სიურპრიზებს, მოგცემთ საშუალებას დააფიქსიროთ თქვენი გემოვნება, მოგეწონოთ ან გაგვაკრიტიკოთ... მისი მსგავსი ჯერ არ არის ქართულ ბლოგოსფეროში.


ბლოგის გვერდი ფბ-ზე:  www.facebook.com/ourdaystyle

თქვენ უკვე იცით მთავარი, დღეიდან ჩვენ თქვენთან ვართ: ყველაზე არაბანალურები, რომლებიც მრავალფეროვნებით გაგანებივრებთ.

მაშ ასე, Our day style გახსნილად ცხადდება!