გოგონების(ბიჭებისაც) უმრავლესობას სახეზე აქვს ფერისმჭამელები,ანუ
საზიზღარი პაწაწინა შავი წერტილები :|

ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ყველაზე ჯანმრთელი და შესაბამისად, ლამაზი სახის კანი აქვთ ექიმებს. ხოდა სულ მაინტერესებდა, რას შვრებიან ასეთს. გუშინ ამ პროფესიის ადამიანთან მე და ჩემს დაქალს დაახლოებით ერთი საათი მოგვიწია ყოფნა(გრძელი მოსათხრობია რატომ), ამ დროის განმრავლობაში ჩემი ინტერესიდან გამომდინარე კითხვის დასმაც მოვასწარი და პასუხიც საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მივიღე. 

თუ გინდა, ლამაზი, "უშავწერტილო" კანი გქონდეს ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალების გარეშე, მაშინ შეგიძლია ე.წ. სახლის პირობებში ორ კვირაში ერთხელ  გააკეთო ეს:

მჭადის ფქვილი(დიახ, დიახ!) გაცერი და რაც დაგრჩება საცერში, იმას შეურიე სოდა(ცოტა წყალი დაამატე). ბანაობისას სახე შეუშვირე ცხელ წყალს(ასე ის შავი წერტილები გაფართოვდება) და შემდეგ ეს ნარევი შეიზილე წრიული მოძრაობებით მთელ სახეზე. მეტად "დააწრიულმოძრაულე" ნიკაპი(თურმე აქ ყოფილა შავი წერტილების კერა). ეს შეზელ-მოზელა გააგრძელე 5-10 წუთი, მერე სახე ჩამოიბანე. ამის შემდეგ ნებისმიერი ხილი დაჭერი და სახეზე დაილაგე ასევე 5-10 წუთით(თუ "გაგიტკბა", მეტიც შეგიძლია). მერე ისევ ჩამოიბანე "ცხვირ-პირი" ცივი წყლით და... შენ უკვე დარწმუნებული ხარ, რომ მალე ისეთი კანი გექნება, როგორიც მუდამ გინდოდა. ეს "მალეც" მალე მოვა და მადლობელი იქნები ჩემი, "Our day style"-ისა და უპირველესად, იმ ექიმის.

წარმატებულ home სახის გაწმენდას გისურვებთ!


2 Responses to 'თუ გინდა, რომ ლამაზი კანი გქონდეს'

  1. egoisti said...
    http://ourdaystyle.blogspot.com/2010/06/blog-post_15.html?showComment=1276628442392#c6863646250842804998'> June 15, 2010 at 12:00 PM

    მე ეგრე ვაკეტებ ხოლმე :)

     

  2. Qilipa said...
    http://ourdaystyle.blogspot.com/2010/06/blog-post_15.html?showComment=1276630652743#c2848662598951993160'> June 15, 2010 at 12:37 PM

    შევიძენ მაღალხარისხიან ჭადის ფქვილს (სოდას მაღაზიაშიც გავჩითავ)

    გამომეხმაურეთ კამენწარიეებში ან:

    17-დან 25 ივნისის ჩათვლით, ვიდგები თავისუფლების მეტროსთან, რომ მიცნოთ - მეცმევა წითელი შარვალი და ხელში მეჭირება გაზეთი წარწერით: ,,ყველი მაქვს და ველი ჭადს”...

    გთხოვთ ნუ გამაწბილებთ...

     

Post a Comment